Vehicle insurance planning for drivers and travel protection.

დაიცავით თქვენი ავტომობილი გაუთვალისწინებელი რისკებისგან

ავტოგრაფის ავტოდაზღვევა უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის, მძღოლის, მგზავრებისა და მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის ფინანსურ დაცვას, რათა ნებისმიერ სიტუაციაში მეტი სიმშვიდით მართოთ.

თქვენი ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ავარია, სტიქიური მოვლენა, ქურდობა თუ სხვა მოულოდნელი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ავტოდაზღვევა დაგეხმარებათ შეამციროთ ფინანსური დანაკარგი და სწრაფად დაუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს.

ავტოგრაფი გთავაზობთ დაზღვევის მოქნილ პირობებს, რომლებიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საჭიროებებსა და ავტომობილის ტიპს.

რას ფარავს ავტოდაზღვევა?

ავტომობილის დაზიანება (CASCO)

ფინანსური დაცვა ავტოსაგზაო შემთხვევის, სტიქიური მოვლენების, ხანძრის, ქურდობისა და პოლისით განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს.

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა (MTPL)

თუ ავტომობილის მართვისას მესამე პირის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, დაზღვევა ფარავს შესაბამის პასუხისმგებლობას და ანაზღაურებს ზიანით გამოწვეულ ხარჯებს პოლისით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.

მძღოლისა და მგზავრების დაცვა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლისა და ავტომობილში მყოფი მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებულია ზიანით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება.

ხშირად დასმული კითხვები

რას ფარავს ავტოდაზღვევა?

დაფარვა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ პოლისზე და შეიძლება მოიცავდეს ავტომობილის დაზიანებას, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევას და სპეციალურ სადაზღვევო დაფარვებსა და დამატებით სერვისებს.

რა უნდა გავაკეთო სადაზღვევო შემთხვევის დროს?

სადაზღვევო შემთხვევისას, არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი, გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია და დაგვიკავშირდი სადაზღვევო კომპანია ავტოგრაფის ცხელ ხაზზე: *0011 ან 032 2 12 13 00

რა რისკებისგან მიცავს დაზღვევა?

• ავტოსაგზაო შემთხვევა • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა • სტიქიური მოვლენები (სეტყვის ჩათვლით) • ხანძარი/აფეთქება • საგნის დაცემა • ვანდალიზმი • გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება დამატებითი რისკები: • მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა • მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევა

რა არის ფრანშიზა?

ფრანშიზა არის ზიანის ის ნაწილი, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მისი ოდენობა განისაზღვრება თქვენს პოლისში.

დაიცავით ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ ზარი და მიიღეთ ინდივიდუალური შეთავაზება